”ევროვიზიის” კონკურსზე ხმის მიცემის წესები იცვლება

საქართველო, თბილისი - 10:31 | 19.02.2016
ნანახია: 2228

მუსიკალურ კონკურსზე ”ევროვიზია” ხმის მიცემის წესები იცვლება. ამის შესახებ კონკურსის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გასულ წლებში მონაწილეების შედეგები ჯამდებოდა პროფესიული ჟიურისა და ტელემაყურებელების ხმის მიცემის მიხედვით.

ახალი წესების მიხედვით, კონკურსანტებს პროფესიული ჟიური და მაყურებელი ინდივიდუალურად შეაფასებს, შესაბამისად 1-დან 8-მდე  და 10-დან 12 ქულამდე.

შედეგების გამოცხადების დროს, თავდაპირველად გამოცხადდება ჟიურის შეფასება, რასაც  შემდეგ მაყურებლის მიერ მიცემული ქულები დაემატება.

შედეგების გამოცხადება ნაკლებად წარმატებული გამომსვლელით დაიწყება, რათა მაყურებელისთვის ლიდერის ვინაობა ბოლო წუთებამდე უცნობი დარჩეს.

”ევროვიზია-2016” სტოკჰოლმში გაიმართება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე