ლავროვის თქმით, უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნამ შესაძლოა, ნატოსთან კონფლიქტი გამოიწვიოს

საქართველო, თბილისი - 13:11 | 23.03.2022
ნანახია: 367

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნამ, შესაძლოა, ალიანსთან კონფლიქტი გამოიწვიოს.

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებისა და თანამშრომლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, აგრესორმა ლავროვმა კვლავ ისაუბრა უკრაინაში "ნეონაცისტების არსებობის შესახებ" და განაცხადა, რომ "დასავლეთს რუსეთის გაუქმება სურს".

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ პოლონეთი აპირებს, ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს.

ნატო-ს საგანგებო სამიტი 24 მარტს, ბრიუსელში გაიმართება და მას ალიანსის წევრი სახელმწიფოთა ლიდერები დაესწრებიან, სადაც პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა აღნიშნულ ინიციატივაზე ისაუბრებს.

ასეთი მისიის მზადყოფნაში მოყვანა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შესაძლოა გაგრძელდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მზადყოფნა დანიამაც გამოთქვა.

მანამდე, უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისიის გაგზავნის ინიციატივით პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი გამოვიდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე