რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევში საცხოვრებელი უბნები დაბომბეს - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 13:06 | 23.03.2022
ნანახია: 341

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევში ნივიკის საცხოვრებელი უბანი „გრადის“ ტიპის სარაკეტო სისტემით დაბომბეს. არიან დაშავებულები. ინფორმაციას რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენო ავრცელებს.

ამასთან, მედიის ცნობით, ოკუპანტებმა დაბომბეს სვიატოშინსკისა და შევჩენკოვსკის რაიონები.

სვიატოშინსკის რაიონში დაიბომბა სავაჭრო ცენტრი. შევჩენკოვსკის რაიონში - კერძო სექტორში მდებარე სახლები და მრავალსართულიანი კორპუსი. დაშავებულია ოთხი ადამიანი.

გარდა ამისა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნიჰოვში, მდინარე დესნაზე მდებარე საავტომობილო ხიდი დაბომბეს, რომელიც ქალაქს კიევთან აკავშირებდა. დაბომბვის შედეგად დაზიანებულია ხიდის ერთ-ერთი ღერძი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე