პენტაგონი სახიფათოს უწოდებს მოსკოვის რიტორიკას ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით

საქართველო, თბილისი - 12:45 | 23.03.2022
ნანახია: 325

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი გამოეხმაურა კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებას, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.

პენტაგონის სპიკერის ჯონ კიბრის განცხადებით, კრემლის ეს რიტორიკა სახიფათოა და "ბირთვული იარაღის მქონე პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ასე არ იქცევა".

ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ პენტაგონი ჯერჯერობით ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ შეერთებულმა შტატებმა შეცვალოს სტრატეგიული შეკავების პოზიციები.

შეგახსენებთ, კრემლის პრესსმდივანმა დმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, თუ ჩათვლის, რომ მის არსებობას საფრთხე ემუქრება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე