„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნები G20-დან რუსეთის გარიცხვის საკითხს განიხილავენ

საქართველო, თბილისი - 10:46 | 23.03.2022
ნანახია: 339

აშშ და მისი პარტნიორები აქტიურად განიხილავენ „დიდი ოცეულიდან“ (G20) რუსეთის გარიცხვის საკითხს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

G20 - მსოფლიო უმსხვილესი ეკონომიკების ჯგუფია, რომლის მიზანს წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით კოორდინირებული მოქმედება, რომელიც გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე.

სააგენტოს წყარო ამბობს, რომ „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვის ინიციატორი იყო პოლონეთი, რომელსაც მხარი შეერთებულმა შტატებმაც დაუჭირა.

შეგახსენებთ, ყირიმის ანექსიისა და პრორუსი სეპარატისების მიერ დონბასის დაკავების შემდეგ რუსეთი „დიდი შვიდეულიდან“ გარიცხეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე