ფოტოჟურნალისტი მაქსიმ ლევინი კიევის მახლობლად ფრონტის ხაზიდან დაიკარგა

საქართველო, თბილისი - 18:49 | 22.03.2022
ნანახია: 401

ცნობილი ფოტოჟურნალისტი მაქსიმ ლევინი კიევის მახლობლად ფრონტის ხაზიდან დაიკარგა. ბოლოს ის კავშირზე ვიშგოროდის რაიონში 13 მარტს გავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ლევინის მეგობარ მარკიან ლისეიკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლისეიკოს თქმით, ლევინი საომარი მოქმედებების გადასაღებად თავისი ავტომობილით წავიდა. მან მანქანა სოფელ გუტა მეჟიგორსკათან გააჩერა და სოფელ მოშუნის მიმართულებით გაემართა. იმავე დღეს, მისი ტელეფონიდან შეტყობინება 11:23 საათზე გაიგზავნა, რის შემდეგაც ის კავშირზე აღარ გასულა და არც სოციალურ ქსელში გამოჩენილა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ რაიონში, სადაც ლევინს უნდა ემუშავა, ინტენსიური საბრძოლო ბრძოლები მიმდინარეობდა.

ლევინის მეგობრები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ჟურნალისტი დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე