ფინეთსა და გიბრალტარში, სავარაუდოდ, რუსი ოლიგარქების 22 იახტა დააკავეს

საქართველო, თბილისი - 17:13 | 22.03.2022
ნანახია: 478

ფინეთის საბაჟო სამსახურმა დააკავა 21 იახტა, რომლებიც სავარაუდოდ სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ან მათ კომპანიებს ეკუთვნის. ამის შესახებ გამოცემა Helsingin Sanomat იუწყება.

ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, გიბრალტარში დაკავებულია იახტა „აქსიომა“, რომელიც სავარაუდოდ, რუს სანქცირებულ მილიარდერ დმიტრი პუმპიანსკის ეკუთვნის

ასევე, The Insider-ი იყტყობინება, რომ შვეიცარიის ხელისუფლებამ დააყადაღა ბერნის კანტონში, გოლფ-კურორტზე აპარტამენტები, რომლის მფლობელიც სავარაუდოდ, რუსი მილირდერი პიოტრ ავენია. მან ალფა-ბანკის დირექტორთა საბჭოს  ხელმძღვანელის პოსტი 1 მარტს მას შემდეგ დატოვა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციების ქვეშ მოყვა.

ევროპაში რუსი ბიზნესმენების იახტების, კერძო თვითმფრინავების და უძრავი ქონების ობიექტების დაკავება გრძელდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, მხოლოდ იტალიაში ბოლო პერიოდში რუსების 780 მლნ ევროს აქტივები გაიყინა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე