პუტინი კედელთან არის მიყენებული - ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 14:25 | 22.03.2022
ნანახია: 384

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კედელთან არის მიყენებული, ვინაიდან არ ელოდა ჩვენი ერთიანობის მასშტაბსა და ძალას, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. იუწყება CNN

„რაც უფრ დიდხანს იქნება პუტინის ზურგი კედელზე მიბჯენილი, მით უფრო სასტიკ ტაქტიკას გამოიყენებს“, - განაცხადა ბაიდენმა. ამის დასადასტურებლად მან უკრაინაში რუსეთის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენება დაასახელა.

ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ პუტინი ეცდება დაიწყოს ოპერაცია „ყალბის დროშის ქვეშ“, მათ შორის მისგან, შესაძლოა ქიმიური თავდასხმაც.  „როდესაც ის იწყებს საუბარს, რომ თითქოს ნატო, უკრაინა ან შეერთებული შტატები გეგმავენ რაღაცის გაკეთებას, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ თავად გეგმავს ამის გაკეთებას და ეს ხუმრობა არ არის“, - აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირას ბაიდენი ბრიუსელში ნატოელ მოკავშირეებს, G7-ის ლიდერებსა და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. შეხვედრებზე საუბარი იქნება უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებაზე.

25 მარტს კი პოლონეთში ჩავა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე