პუტინზე ბაიდენის გამონათქვამების გამო რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

საქართველო, თბილისი - 20:47 | 21.03.2022
ნანახია: 391

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა ვლადიმირ პუტინზე ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამონათქვამების გამო.

რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ბაიდენის გამონათქვამები ასეთი დონის სახელმწიფო მოღვაწისთვის უღირსი საქციელია და რუსეთი ამერიკის ურთიერთობას გაწყვეტის ზღვარზე აყენებს.  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრშიო ასევე განაცხადეს, რომ რუს დიპლომატებს ვაშინგტონში მუშაობას მიზანმიმართულად ხელს უშლიან.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა პუტინს ომის დამნაშავე უწოდა, შემდეგ კი წმინდა პატრიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პუტინს სისხლიანი დიქტატორი და წმინდა წყლის ბოროტმოქმედი უწოდა. ის არის "სისხლიანი დიქტატორი, წმინდა წყლის ბოროტმოქმედი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", - თქვა პუტინზე ბაიდენმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე