რუსეთის სასამართლომ Meta "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 19:16 | 21.03.2022
ნანახია: 306

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ Meta "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადა და ამავდროულად აკრძალა მისი კუთვნილის სოციალური ქსელების Facebook-ისა და Instagram-ის ფუნქციონირება რუსეთში.

სასამართლოს სოციალური მედიის გიგანტის Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების მოთხოვნით რუსეთის ფედერალურმა პროკურატურამ მიმართა.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, Meta-ს კიდევ ერთი პროდუქტი WhatsApp-ი განაგრძობს ფუნქციონირებას და მას აკრძალვა არ შეეხება.

საქმის განხილვას ესწრებოდა რუსეთის ფედერალური უსაფრთოხების სამსახურის, ФСБ-ს წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ Meta-ს საქმიანობა მიმართულია "რუსეთისა და მისი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ".

კრემლის ახალი რეპრესიები უკავშირდება Meta-ს მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, Facebook-სა და Instagram-ზე რუსი სამხედროების, პუტინისა და ლუკაშენკას მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება დროებით ნებადართული გახდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე