კიევში აფეთქებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 21.03.2022
ნანახია: 426

კიევის პოდოლსკის რაიონში აფეთქებების შედეგად დაიღუპა 4 და დაშავა 1 ადამიანი.

უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.  აფეთქებები საცხოვრებელ სახლებთან და სავაჭრო ცენტრთან ისმოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ღამით, პოდოლსკის რაიონი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს.ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის მე-3 და მე-4 სართულებს. ავტოსადგომზე დაიწვა მანქანები.

ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია 11 ერთეული სახანძრო ტექნიკა და 60-ზე მეტი მეხანძრე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე