რუსეთი უკრაინაში საომრად ლიბიელი მებრძოლების გაგზავნას გეგმავს - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 22:10 | 20.03.2022
ნანახია: 485

რუსეთი უკრაინაში საომრად ლიბიელი მებრძოლების გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია Facebook-ზე გამოქვეყნებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.

„არსებული ინფორმაციით, მოსკოვში ლიბიის არმიის მეთაურის ხალიფ ჰაფთარის ვიზიტის დროს, გაფორმდა შეთანხმება უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის  ლიბიელი „მოხალისეების“ გაგზავნის შესახებ“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მისივე ინფორმაციით, მებრძოლების გადასროლა რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დახმარებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებით მოხდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე