ქალაქ კრემენაიაში ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოხუცებულთა თავშესაფარს. დაიღუპა 56 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 17:48 | 20.03.2022
ნანახია: 450

ლუჰანსკის ოლქის ქალაქ კრემენაიაში ოკუპანტებმა ტანკიდან ცეცხლი გაუხსნეს მოხუცებულთა თავშესაფარს. დაიღუპა 56 ადამიანი. თავდასხმა 11 მარტს  მოხდა. ინფორმაცია Facebook-ზე ლუჰანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგიი გაიდაიმ გაავრცელა.

„11 მარტს რუსმა ოკუპანტებმა ტანკიდან ცეცხლი გაუხსნეს კრემენაიაში მოხუცებულთა თავშესაფარს. ცინიკურად და მიზანმიმართულად. ასე, უბრალოდ, ტანკი დააყენს სახლის პირდაპირ და დაიწყეს სროლა. 56 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, გადარჩა მხოლდო 15. ოკუპანტებმა ისინი გაიტაცეს და გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სვატოვოში“, - წერს გაიდაი.  

მისი ინფორმაციით, ტრაგედიის ადგილზე მისვლა ამ დრომდე შეუძლებელია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე