ოკუპანტები მარიუპოლის მოსახლეობას იტაცებენ და რუსეთში გადაჰყავთ

საქართველო, თბილისი - 14:31 | 20.03.2022
ნანახია: 395

ოკუპანტები მარიუპოლის მოსახლოებას იტაცებენ, ართმევენ უკრაინის პასპორტებს და რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაჰყავთ. ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭო Telegram-ზე იტყობინება.

„მარიუპოლის ლევობერეჟნის რაიონის მოსახლეობის ნაწილი რუსეთში ძალადობრივი გზით გაჰყავთ!! რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მოსახლეობას აიძულებენ რუსეთში ან დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორეიბზე გადასვლას“, - აცხადებენ საქალაქო საბჭოში.  

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, მოქალაქეებს ართმევენ უკრაინის პასპორტებს და აძლვენ ქაღალდს, რომელსაც არ აქვს იურიდიული ძალა და არ იქნება აღიარებული ცივილიზებულ სამყაროში.

„ოკუპანტები აგრძელებეს ფაშისტების მეთოდების გამოყენებას და იტაცებენ მარიუპოლელებს“, - ამბობენ საქალაქო საბჭოში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე