მარნეულელი აქტივისტის, სამირა ბაირამოვას მშობლები ხელისუფლებას შვილის დაცვას სთხოვენ

საქართველო, თბილისი - 14:08 | 20.03.2022
ნანახია: 459

მარნეულელი აქტივისტის, სამირა ბაირამოვას მშობლები ხელისუფლებას ოფიციალური წერილით მიმართავენ და შვილის დაცვას სთხოვენ.

თეიმურხან ბაირამოვი და ხანაპირი ბაირამოვა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვატანგ გომელაურს რეაგირებისაკენ მოუწოდებენ და შვილის უსაფრთხოების დაცვას სთხოვენ.

მშობლების მიმართვა რადიო მარნეულმა გაავრცელა.

მშობლების განცხადებაში ნათქვამია:

"კონსერვატიული მოძრაობის აქტივისტები ემუქრებიან ჩვენ შვილს. მათ არაერთი მუქარის შინაარსის ტექსტი გაუგზავნეს სამირას პირადად, რომელიც მის მიმართ გენდერულ და ეთნიკურ სიძულვილს აჩვენებს და სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან.

16 მარტს კი 50-მდე ამავე პარტიის წევრი ჩამოვიდა მარნეულში და ღიად ემუქრებოდნენ ჩვენ შვილს. მან, რა თქმა უნდა, პოლიციაში იჩივლა და ძალიან ველოდებით გამოძიების შედეგებს და შვილის რეალური დაცვის გარანტიების მიღებას.

ჩვენი თაობა სხვა რეალობაშია გაზრდილი და შესაბამისად, ჩვენთვის რთული იყო და არის სოციალური და პოლიტიკური აქტიურობა. 1990 წლებიდან დაწყებულ ძალიან რთული გზა გავიარეთ. მაშინდელი მოვლენებმა, შოვინისტურმა მოძრაობებმა და არა ერთი სოფლიდან და ქალაქიდან ეთნიკური აზერბაიჯანლების გაძევების გამოცდილებამ არ მოგვცა იმის იმედი და შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს მშენობლების პროცესში სათანადო მონაწილეობა მიგვეღო და მომავალი თაობისთვის უფრო უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი გარემო შეგვექმნა.

ჩვენი შვილები ამ რთულ პერიოდში გავზარდეთ და გადავრჩით, ახლა ვერ შევეგუებით, რომ ჩვენს შვილს სიკვდილით და ეთნიკური ზიზღით დაუპირისპირდნენ სხვები. ჩვენ არ გვესმის ახალი თაობას რატომ აქვს რუსეთის იმედი და რატომ არიან საკუთარი თანამამულეების მიმართ ასეთი აგრესიულები და მტრულად განწყობილები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის რუსეთი და როგორ უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ომით, ოკუპაციით, ქართველების გატაცებით, ახალი საზღვრების დაწესებით და ყოველ დღე ახალი მიწების წართმევით.

როდესაც სამირას უმაღლესი განათლების მიღების საკითხი დადგა, ჩვენ ვაპირებდით მის გაგზავნას სხვა ქვეყანაში, რათა უფრო დაცული ყოფილიყო და არ შეხვედროდა ის სირთულეები შოვინიზმის და გაუცხოების, რომელიც ჩვენ გავიარეთ.

მაგრამ ის არ დათანხმდა ამას და თბილისში სწავლა გადაწყვიტა. დიახ, მაშინაც ვნერვიულობდით მიუღებლების საკითხზე და გვეშინოდა, რომ არატოლერანტულ გარემოს არ დაეზიანებინა ჩვენი შვილი. რა თქმა უნდა, ის მაშინ პატარა იყო, არ იცოდა ის წარსული რომელიც 90-იან წლებში ჩვენ გავიარეთ.

სამირამ ძალიან რთული გზა გაირა, თავისით ისწავლა ქართული ენა, სამი უნივერსიტეტი დაამთავრა. ჩვენ პატივს ვცემთ მის საქმიანობას და არჩევანს. ის ღამეებს ათენდა სწავლის გამო. ჩვენ არ გვინდა მისი შრომა დაიკარგოს.მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უკვე მიჩვეულია კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მომდინარე აგრესიას და არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მაგრამ არ მომხდარა რეაგირება. თუ სახელმწიფო ჩვენი შვილებს უფლებას არ იცავს და მაშინ ჩვენ ვის უნდა ვთხოვოთ დახმარება ? ჩვენ როგორც მისი მშობლები ახლა უფრო დიდ საფრთხეს ვხედავთ, მან კონკრეტული ჯგუფები ახლა ღიად და საჯაროდ ემუქრებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უმაღლესი განათლებაც მიღებული გვაქვს, მაგრამ დღევანდელი ინტეგრაციის პოლიტიკა არ არის აქტიური ჩვენი ასაკის ადამიანებისთვის, ის უფრო ახალგაზრდებზე აკეთებს სწორებას. დიახ, ზუსტად ჩემი შვილიც ამ პოლიტიკის ნაწილია და ის თანასწორი, სამართლიანი საზოგადოების შექმნას ცდილობს და ეს არაა დანაშაული.

დიახ, ჩვენ, როგორც სამირა ბაირამოვას მშობლები მასზე ვნერვიულობთ. ჩვენ არაერთი ფაქტი ვიცით იმის შესახებ, როცა რამდენი მშობლის შვილი მოკლეს მისი ეთნიკური, სქესობრივი, რასობრივი და პოლიტიკური შეხედულების გამო და დღემდე მათი სასამართლო პროცესი გრძელდება. ჩვენ ვიზიარებთ იმ ადამიანებს ტკივილს, მაგრამ იმავეს გამეორობა არ გვსურს, რადგან ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი დანაკარგი იქნება.

ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვართ ერთგულები საქართველოს მიმართ. მაგრამ დღემდე არ გვესმის, რატომ ვრჩებით დღემდე უცხოები, სტუმრები ამ საზოგადოებისთვის და დღემდე ეთნიკური ნიადაგზე კონფლიქტები ხდება ჩვენს რეგიონში. დიახ, ამ ყველაფერის გამო ჩვენ ჩვენი შვილებისთვის უსაფრთხო და მშვიდ მომავალს ვერ შევქმნით. ახლა ისინი ცდილობენ ამას თვითონ თავისი ძალით და რწმებით მოახერხონ ცვლილებები. ისინი სამართლიანი, თანასწორი და შერჩევითი სამართლის გარეშე საზოგადოების მშენებლობისთვის იბრძვიან და ჩვენ ბოლომდე დავუდგებით გვერდით ჩვენს შვილს და სხვა ახალგაზრდა აქტივისტებს. ჩვენ მათი გვჯერა და ჩვენს შვილის და სხვა აქტივისტების გამბედაობის გულშემატკივრები ვართ.

დღეს ჩვენი ბაირამია. უკვე სამი წელია, ბაირამს მშვიდად ვერ ავღნიშნავთ. ზედიზედ სამი წელია, ამ თვეში ჩვენს შვილი უწევს დიდი ბრძოლა უსამართლიანობასთან და დესტრუქციულ ძალებთან.

ჩვენ იმედი მაინც არ გვაქვს დაკარგული. იმედი გვაქვს, რუსეთის სახელმწიფოს მაღალი ზეგავლენა და ამ ჯგუფების უკანონო მოქმედებები აწუხებს ჩვენს სახელმწიფოს და ზომებს მიიღებს. მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ჩვენი შვილების საუკეთესო მომავალზე ვფიქრობთ და ყველაფერს გავაკეთებთ თანასწორი მომავალისთვის. ამიტომ მოგმართავთ თქვენ.

გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომები ჩვენი შვილის უსაფრთხოებისთვის. დღეს ის არაა დაცული დესტრუქციული ძალების მუქარისგან და შესაძლო ძალადობისგან. ჩვენი გოგო ძლიერია, მაგრამ მისი სიძლიერე საკმარისი არაა ამ ადამიანებისგან მომდინარე ძალადობის რისკების წინაშე. სახელმწიფოს მხარდაჭერა და მეტი დაცვააუცილებელია არა მარტო სამირასთვის, არამედ ყველა ახალგაზრდა აქტივისტისთვის. სახელმწიფოს დუმული და უმოქმედობა ჩვენ გვაშინებს. გთხოვთ იმოქმედოთ!" - აცხადებენ აქტივისტის მშობლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე