ოკუპანტებმა მარიუპოლში ხელოვნების სკოლა დაბომბეს, რომელსაც თავს 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა

საქართველო, თბილისი - 13:15 | 20.03.2022
ნანახია: 416

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ხელოვნების სკოლა დაბომბეს, რომელსაც თავს მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ, შენობა დანგრეულია, ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილნი. ინფორმაციას Telegram-ზე მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.

„რუსმა ოკუპანტებმა ხელოვნების №12 სკოლა დაბომბეს, რომელსაც თავს 400-მდე მარიუპოლელი აფარებდა - ქალები, ბავშვები და მოხუცები“.

ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები. დაშავებლთა რაოდენობა ზუსტდება.

ქალაქის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინელი ხალხისა და მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე