საქართველოში კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

საქართველო, თბილისი - 11:18 | 20.03.2022
ნანახია: 297

საქართველოში კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 507 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 8 311 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 203, „პისიარ“-ტესტით – 2 108.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,72%, ბოლო 14 დღის – 8,47%, ბოლო შვიდი დღის – 5,54%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 641 874 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 598 286 გამოჯანმრთელდა, 16 663 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 842 355 აცრა, დღიურად აცრილია 656.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე