გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 847 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 64 ბავშვია

საქართველო, თბილისი - 22:17 | 19.03.2022
ნანახია: 444

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 847 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 64 ბავშვია. იუწყება BBC.

მისივე მონაცემებით, დაჭრილთა რაოდენობა 1 399-ს შეადგენს.

ამასთან, გაეროში აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.

შეგახსენებთ, უკრაინის გენერალური პროკურატურის ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 112 ბავშვია დაღუპული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე