აშშ უკრაინაში რუსეთის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენებას ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 20:53 | 19.03.2022
ნანახია: 427

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ რუსეთმა გასულ კვირას უკრაინის წინააღმდეგ ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა. იტყობინება CNN.

მათი თქმით, ეს იყო ბრძოლებში ასეთი რაკეტების გამოყენების პირველი გახმაურებული შემთხვევა.

ამერიკელი ოფიციალური პირების აზრით, რუსეთის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენება, შესაძლოა,  ან ამ იარაღის გამოცდა იყო ან კიდევ „დასავლეთისადმი გზავნილი რუსული შესაძლებლობების“ შესახებ.

რუსეთმა აღნიშნული რაკეტების გამოყენების შესახებ მხოლოდ 19 მარტს განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის არმიამ უკრაინაში სამიზნეების გასანადგურებლად "კინჟალის" ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა.

რუსეთის სამხედრო ძალების მტკიცებით, "კინჟალის" სარაკეტო სისტემას შეუძლია სამიზნეების განადგურება 2000 კმ-ზე მეტ მანძილზე და აქვს უნარი გადალახოს ყველა არსებული საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე