უკრაინელმა ბებომ 8 რუსი ოკუპანტი ღვეზელებით მოწამლა

საქართველო, თბილისი - 20:19 | 19.03.2022
ნანახია: 578

უკრაინაში რუსი ოკუპანტები სავალალო მდგომარეობაში არიან - მათ საკვები არ აქვთ.

ამას მოწმობს ერთ-ერთი ოკუპანტისა და გოგოს აუდიოჩანაწერი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ გაავრცელა. იუწყება უკრაინული მედია.

გოგოსთან საუბრისას ოკუპანტმა აღიარა, რომ საჭმელი არ აქვთ და მოროდიორობენ.

„აქ ლუკმა-პური არ გვაქვს, გუშინ იხვი მოვიპარეთ! მაღაზიებს ვბომბავთ. ვშიმშილობთ!... ერთმა ბებომ ღვეზელები მოგვიტანა - 8 ადამიანი სახლში თუთიის კუბოთი წავიდა“, - ამბობს რუსი სამხედრო.

გოგონამ ჰკითხა რისგან იყო ღვეზელები დამზადებული, რაზეც ოკუპანტმა უპასუხა, რომ ღვეზელები მოწამლული იყო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე