საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რუსი კოსმონავტები უკრაინის დროშის ფერებში გამოჩნდნენ

საქართველო, თბილისი - 17:17 | 19.03.2022
ნანახია: 374

რუსი კოსმონავტები, რომლებიც ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟს, ტრადიციული ცისფერი ფორმის ნაცვლად, უკრაინის დროშის ფერებში გამოჩნდნენ. იტყობინება BBC.

3 რუსი კოსმონავტი ახლახანს ჩავიდა საერთაშორისო კოსმუსურ სადგურზე, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას გასულ თვეში.

რუს კოსმონავტებს თბილი დახვედრა მოუწყვეს ადგილზე მყოფმა ამერიკელმა და გერმანულმა ასტრონავტებმა.

კოსმონავტებს კაშკაშა ყვითელი კოსმოსური კოსტუმები ეცვათ ლურჯი დეტალებით, რაც აშკარა მინიშნებაა იმისა, რომ ისინი უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და გმობენ რუსეთის აგრესიას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე