საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყო - ლუკაშენკა

საქართველო, თბილისი - 16:08 | 19.03.2022
ნანახია: 342

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მისთვის ტრაგედია იყო. ამის შესახებ ლუკაშენკამ იაპონურ ტელეკომპანია TBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ფრაგმენტები ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხ "ბელარუსი 1"-ზე გავრცელდა.

"მე დავიბადე და ვცხოვრობდი ამ ქვეყანაში [სსრკ]. ერთგული ვიყავი ამ ქვეყნის, ვიყავი კომუნისტური პარტიის წევრი. მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ ეს იყო ტრაგედია. საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედიაა", - თქვა მან.

მისივე თქმით, საბჭოთა კავშირი რომ შენარჩუნებულიყო, მსოფლიოში არაერთი კონფლიქტის თავიდან არიდება იქნებოდა შესაძლებელი.

"საბჭოთა კავშირი რომ გადარჩენილიყო დღემდე, შევძლებდით, თავიდან აგვეცილებინა ყველანაირი კონფლიქტი მსოფლიოში. ყველანაირი. დასავლეთი და ამერიკა ყოველთვის იძულებულნი იყვნენ გაეთვალისწინებინათ საბჭოთა კავშირის პოზიცია. სამყარო მრავალპოლუსიანი იყო და ერთი პოლუსი მეორეს აწონასწორებდა. ახლა რაც ხდება მსოფლიოში იმის მიზეზი არის ერთპოლუსიანობა, ჩვენი პლანეტის მონოპოლიზაცია ამერიკის მიერ", - განაცხადა ლუკაშენკამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე