უკრაინაში ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილის საფრთხის წინაშეა - ანტონიუ გუტერეში

საქართველო, თბილისი - 14:36 | 19.03.2022
ნანახია: 433

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხდა, რომ უკრაინაში ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიშილისა და სასურსათო კრიზისის საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

მისივე თქმით, ომმა პროდუქციის მიწოდების პროცესი უკვე დაარღვია.

„უკრაინაში ომმა უკვე დაარღვია მიწოდების ჯაჭვი და გამოიწვია საწვავზე, კვების პროდუქტებსა და ტრანსპორტზე ფასების სწრაფი ზრდა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შიმშილის ქარიშხალი და გლობალური სასურსათო სისტემის კრახი“, - განაცხადა გუტერეშმა.  

უნდა აღინიშნოს, რომ გუტერეში თავის განცხადებაში რუსეთის აგრესიას არ ახსენებს.

 

 

 

 


პოლიტიკა