უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს

საქართველო, თბილისი - 22:55 | 18.03.2022
ნანახია: 329

უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების, გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები.

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გია ბერიაშვილის და დავით რატიანი ირპენის მიმართულებაზე გამართულ შეტაკებებში მონაწილეობდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე