ბულგარეთი 10 რუს დიპლომატს აძევებს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 18.03.2022
ნანახია: 378

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ინფორმაციას უკრაინული მედია სააგენტო BGNES-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დიპლომატებმა ქვეყანა 72 საათში უნდა დატოვონ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსი დიპლომატები ბულგარეთის ტერიტორიაზე დაკავებულები იყვნენ საქმიანობით, რომელიც არ შეესაბამებოდა ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.

ბულგარეთში რუსეთის ელჩმა ელეონორა მიტროფანოვამ ბულგარეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მტრული ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რო მოსკოვი საპასუხო ღონისძიებას მიმართავს.

შეგახსენებთ, 14 მარტს სამი რუსი დიპლომატი სლოვაკეთმაც გააძევა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე