რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 14 200-მდე სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 14:46 | 18.03.2022
ნანახია: 406

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 14 200 სამხედრო დაკარგა.

„24 თებერვლიდან 18 მარტამდე მონაცემებით, მოწინააღმდეგის დანაკარგი დაახლოებით 14 200 სამხედროს შეადგენს.

გარდა ამისა, მტერმა დაკარგა:

ტანკი - 450 ერთეული;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 448 ერთეული;

საარტილერიო სისტემა - 205;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 72;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 43;

თვითმფრინავი - 93;

ვერტმფრენი - 112;

საავტომობილო ტექნიკა - 879;

გემი/კატერი - 3;

საწვავმზიდი - 60;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 12;

სპეცტექნიკა - 11", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, მონაცემები ზუსტდება, რადგან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად სტატისტიკის წარმოება გართულებულია.

18 მარტის მონაცემებით, ოკუპანტებმა მოკლეს 109 ბავშვი, დაჭრილია - 130.

გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ამოწურა თავისი არმიის ადამიანური რესურსები და გადასულია უკიდურეს ღონისძიებებზე.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე