ოკუპანტებმა ლვოვის აეროპორტის რაიონს სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

საქართველო, თბილისი - 11:46 | 18.03.2022
ნანახია: 353

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლვოვის აეროპორტის რაიონს სარაკეტო დარტყმები მიაყენა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა  6 ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვიდან ისროლეს.

ორი რაკეტა უკრაინის საზენიტო-სარაკეტო სისტემებმა გაანადგურა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ღამით უკრაინულმა ბომბდამშენებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა რუსულ სამხედრო კოლონას დარტყმები მიაყენეს. საზენიტო სისტემებით გაუვნებელყოფილია 14 საჰაერო სამიზნე, მათ შორის შვიდი თვითმფრინავი, სამი უპილოტო და სამი ფრთოსანი რაკეტა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე