საქართველოსა და პოლონეთს შორის სტრატეგიული რეზერვების სფეროში თანამშრომლობის შესახებ პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 11:38 | 18.03.2022
ნანახია: 271

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსა და პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტრატეგიული რეზერვების სააგენტოს შორის სპეციალური შეთანხმება გაფორმდა.

ხელშეკრულება მიზნად ისახავს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას.

შეთანხმებას ხელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტრატეგიული რეზერვების სახელწიფო სააგენტოს პრეზიდენტმა - მიხალ კუჩმიეროვსკიმ მოაწერეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე