პუტინი ომის დამნაშავეა - ენტონი ბლინკენი

საქართველო, თბილისი - 23:40 | 17.03.2022
ნანახია: 388

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეთანხმება ჯო ბაიდენის შეფასებას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავეა. იუწყება  CNN,

 “მათ გააძლიერეს დაბომბვები, ხალხის გატეხვის მიზნით. გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ჩადენილია ომის დანაშაულები. პირადად მე ვეთანხმები. მშვიდობიანი მოსახლეობის  წინააღმდეგ მიზანმიმართული დარტყმები ომის დანაშაულია“, - განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, ამერიკელი ექსპერტები მუშაობენ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულების შესწავლაზე.

„ვიზრუნებთ, რომ ჩვენი დასკვნები დაეხმაროს საერთაშორისო ძალისხმევას ომის დანაშაულების გამოძიებასა და დამნაშავეების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებაში“, - განაცხადა მან.

მანამდე ბაიდენი და ამერიკის სხვა მაღალჩინოსნები ომის დანაშაუელებს არ ახსენებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით,  შესაძლებელია თუ არა ამ ტერმინის გამოყენება.

შეგახსენებთ, ხუთშაბათს, წმინდა პატრიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სისხლიანი დიქტატორი და წმინდა წყლის ბოროტმოქმედი უწოდა. პუტინი არის "სისხლიანი დიქტატორი, წმინდა წყლის ბოროტმოქმედი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", - თქვა ბაიდენმა.

მანამდე ჯო ბაიდენმა პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე