ოკუპანტების უწყვეტი ცეცხლის გამო მარიუპოლის თეატრის ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოყვანას ვერ ახერხებენ

საქართველო, თბილისი - 23:19 | 17.03.2022
ნანახია: 464

უკრაინის უსაფრთხოების ძალების თანამშროლები, რომლებიც დაბომბილი მარიუპოლის დრამატული თეატრის ნანგრევებში დარჩენილი მოქალაქეების გამოყვანას ცდილობენ რუსული საოკუპაციო ძალების ცეცხლის ქვეშ მოყვნენ და ადამიანების გამოყვანას ვერ ახერხებენ.

ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

თვითმხილველთა თქმით, თეატრის შენობის სარდაფში 800-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 130-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოყვანილია, დანარჩენები კი ისევ ნანგრევებშ არიან და დახმარებას ელოდებიან.

თვითმხილველთა თქმით, სცენის ქვეშ იყო სარდაფი, სადაც მოსახლეობა თავს აფარებდა, რუსული ბომბი კი სწორედ სცენას მოხვდა.

მარიუპოლის თეატრი რუსმა ოკუპანტებმა გშინ, 16 მარტს დაბომბეს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე