რუსეთთან სადაო საკითხების შეთანხმებას შესაძლოა კვირანახევარი დასჭირდეს, რის შემდეგაც დაიწყება ზელენსკისა და პუტინის შესაძლო შეხვედრისთვის სამზადისი - პოდოლიაკი

საქართველო, თბილისი - 20:03 | 17.03.2022
ნანახია: 367

რუსეთთან  სადაო საკითხების შეთანხმებას შესაძლოა რამდენიმე დღიდან კვირანახევრამდე დასჭირდეს, რის შემდეგაც დაიწყება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრისთვის  სამზადისი.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა WP Wiadomości-თან ინტერვიუში განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.

პოდოლიაკის გნმარტებით, უკრაინა შეთანხმებაზე მხოლოდ ხელის მოწერას არ პირებს, მას მომავალში უსაფრთხოების გარანტიებისთვის კონკრეტული მექანიზმის შემუშავება სურს.

„ეს უახლოეს კვირებში მოხდება. ადგილს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, შეხვედრა შეიძლება ნებისმიერ ადგილას შედგეს, გარდა რუსეთისა“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმებით უპირველესად გათვალისწინებული იქნება უკრაინის ინტერესები.

რაც შეეხება რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებს, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ წარსულთან დაბრუნება და „მოძმე ხალხებზე“ საუბარი გამორიცხულია.

„ხიდები აფეთქებულია. ჩვენ შევქმნით ძლიერ საზღვარს და რუსეთთან ისეთი ცივი დამოკიდებულება გვექნება, როგორსაც იმსახურებს ქვეყანა, რომელიც  ჩვენ სახლში, ჩვენ დასახოცად შემოიჭრა“, - თქვა პოდოლიაკმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე