უკრაინის თავდაცვის მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს პუტინი ომის დამნაშავედ გამოაცხადოს

საქართველო, თბილისი - 16:14 | 17.03.2022
ნანახია: 373

ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავედ უნდა აღიაროს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა Reuters-ს განუცხადა.

„მოვუწოდებ ევროპელ პარლამენტარებს, გამოაცხადონ პუტინი ომის დამნაშავედ“, - თქვა რეზნიკოვმა. მინისტრმა პუტინის ომის დანაშაულის ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვა, რომელსაც თავს 1000-ზე  მეტი ქალი და ბავშვი აფარებდა.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.

16 მარტს, თეთრ სახლში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა თქვა: "ვფიქრობ, ის ომის დამნაშავეა".

ამასთან, შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის მთავრობისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებას მოითხოვა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე