მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა დაბომბვას გაუძლო, ხალხი გადარჩა - დეპუტატი

საქართველო, თბილისი - 12:58 | 17.03.2022
ნანახია: 430

უკრაინის სახალხო დეპუტატი სერგეი ტარუტა აცხადებს, რომ მარიუპოლის დრამატულმა თეატრმა სარაკეტო დარტყმას გაუძლო და ხალხი, რომელიც შენობას თავს აფარებდა, გადარჩა. ამის შესახებ დეპუტატი Facebook-ზდე წერს. იუწყება „უნიანი.“

 „ომის 22-ე დღეს, საშინელი გაურკვეველი ღამის შემდეგ კარგი ამბავი მარიუპოლიდან! თავშესაფარმა გაუძლო. ნანგრევების გაწმენდა დაიწყო. ხალხი ცოცხალი გამოდის!“ - წერს ტარუტა.

შეგახსენებთ, რუსეთის არმიამ მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა გუშინ, 16 მარტს დაბომბა, სადაც 1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. 

 

 

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე