კიევში რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს მოხვდა, არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 09:45 | 17.03.2022
ნანახია: 342

კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტის ნამსხვრევები მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რამაც ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაზიანდა მე-16 სართული.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსიდან 30 ადამიანი ევაკუირებულია. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე