პუტინის ომის დამნაშავედ მოხსენიება მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა - პესკოვი

საქართველო, თბილისი - 09:28 | 17.03.2022
ნანახია: 480

კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ვლადიმირ პუტინის ომის დამნაშავედ მოხსენიება მიუღებელ და უპატიებელ ნაბიჯად შეაფასეს.

„მიუღებლად და უპატიებლად მიგვაჩნია ასეთი რიტორიკა იმ ქვეყნის მხრიდან, რომლის დაბომბვებსაც ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.

16 მარტს, თეთრ სახლში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა პუტინზე თქვა: "ვფიქრობ, ის ომის დამნაშავეა".

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე