ბრიტანეთი უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Starstreak-ს მიაწვდის

საქართველო, თბილისი - 00:07 | 17.03.2022
ნანახია: 423

ბრიტანეთი უკრაინას ყველაზე სწრაფ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Starstreak-ს მიაწვდის. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა 16 მარტს, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის საგანგებო შეხვედრაზე  განაცხადა. იუწყება BBC.

უოლესს არ დაუზუსტებია რა რაოდენობის საზენიტო რაკეტებზეა საუბარი.

ბრიტანული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Starstreak-ი განკუთვნილია ვერტმფრენებისა და დაბალ მანძილზე მფრინავი თვითმფრინავებისათვს. Starstreak-ი ყველაზე სწრაფ მცირე მანძილის რაკეტებად არის მიჩნეული. მას სამიზნის განადგურება 5 კმ-ის მანძილზე შეუძლია.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე