უკრაინულმა ძალებმა მელიტოპოლის დატყვევებული მერი გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 21:49 | 16.03.2022
ნანახია: 361

უკრაინულმა ძალებმა მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი რუსი ოკუპანტების ტყვეობისგან გაათავისუფლეს.

ინფორმაციას ადასტურებენ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო, სახელმწიფო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი.

ტიმოშენკოს თქმით, "ფიოდოროვის გათავისუფლების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა".

ერმაკის განცხადებით, ფედოროვი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე ესაუბრა.

დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი 11 მარტს გაიტაცეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე