ესპანეთმა რუსი ოლიგარქის იახტა დააკავა

საქართველო, თბილისი - 20:31 | 16.03.2022
ნანახია: 414

ესპანეთს ხელისუფლებამ დააკავა მეგა-იახტა Crescent, რომელიც კატალონიაში, ტარაგონის პორტში დგას. იუწყება Reuters.

600 მლნ დოლარის ღირებულების იახტა ეკუთვნის რუსული ნავთობის კომპანია „როსნეფტის“ გენერალურ დირექტორს იგორ სეჩინს, რომელიც სანქციების ქვეშ მოყვა. Marine Traffic-ის ინფორმაციით, 135-მეტრიანი იახტა, რომელსაც სპეციალისტები მსოფლიოში ყველაზე დიდ იახტად მიიჩნევენ, კაიმანის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს და ესპანეთში იტალიიდან 2021 წლის ნოემბერში ჩავიდა.

მანამდე ესპანეთმა დააკავა რუსი ოლიგარქების ალექსანდრ მიხეევისა და „როსტეხის“ ხელმძღვანელის სერგეი ჩემეზოვის იახტები. ჩემეზოვის იახტის ღირებულება 140 მლნ დოლარს შეადგენს.

ასევე რუსი ოლიგარქის ანდრეი მელნიჩენკოს 530 მლნ დოლარის ღირებულების იახტა დააკავა იტალიამ. ამასთან, დგინდება 700 მლნ ევროს იახტის მფლობელის ვინაობა, რომელიც შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს ეკუთვნოდეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე