რუსეთში Instagram-ის ანალოგი იქმნება

საქართველო, თბილისი - 18:52 | 16.03.2022
ნანახია: 332

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში Instagram-ის ანალოგი სოციალური ქსელი „როსგრამი“ იქმნება, რომელიც რუსმა ინტერნეტ-მარკეტოლოგმა ალექსანდრ ზობოვმა შექმნა.

ზობოვის თქმით, „როსგრამი“ 28 მარტიდან ჩაეშვება   Android-სა დაiOS-ის მობილური მოწყობილებისათვის. დანარჩენი მომხმარებლებისთვის კი აპრილიდან იქნება ხელმისწავდომი.

რუსეთის მედიის მარეგულირებელმა ორგანომ, "როსკომნადზორმა" რუსეთის ტერიტორიაზე Instagram-ი 11 მარტს დაბლოკა.

"როსკომნადზორის" მტკიცებით, Instagram-ზე ვრცელდება პუბლიკაციები რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის სამხედრო პერსონალის ძალადობრივი ქმედებების ჩადენის მოწოდებით.

"როსკომნადზორმა" რუსეთში Facebook-ი და Twitter-ი ჯერ კიდევ 4 მარტს დაბლოკა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე