ოკუპანტები უკრაინაში ელიტური სპეცრაზმის მებრძოლებს კარგავენ

საქართველო, თბილისი - 13:51 | 16.03.2022
ნანახია: 414

რუსი ოკუპანტები უკრაინაში  „როსგვარდიის“ ელიტურ სპეცრაზმელებს კარგავენ.

რუსული მედიასაშუალება „მედუზას“ ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში სპეციალური დანიშნულების ცენტრ „ვიტიაზის“ სულ მცირე შვიდი მებრძოლი მოკვდა.

„ხელმისაწვდომია ზოგიერთი მათგანის ბიოგრაფიული მონაცემები. მაგალითად, ალექსეი ბლინკოვი -  ნაცგვარდიის არმიის  ნოვოსიბირსკის ინსტიტუტის კურსდამთავრებული. მიხაილ ბელიაკოვი - პენზის ოლქის ქალაქ ნიკოლსკიდან, ჩრდილოეთ კავკასიის ბრძოლების მონაწილე, მოკვდა ჯერ კიდევ 27 თებერვალს.

ასევე ცნობილია სპეცრაზმელ მაქსიმ პუსტოზვონოვის სიკვდილის შესახებ, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია და სამარის ოლქიდან იყო“, - იუწყება „მედუზა.“


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე