უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში არსებობს გარკვეული ფორმულირებები, რომელთა შესახებ შეთანხმებაც შესაძლებელია - ლავროვი

საქართველო, თბილისი - 13:15 | 16.03.2022
ნანახია: 354

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში არსებობს გარკვეული ფორმულირებები, რომელთა შესახებ შეთანხმებაც შესაძლებელია. ამის შესახებ აგრესორი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნილი ფორმულირებები ეხება უსაფრთხოების გარანტიებსა და ნეიტრალურ სტატუსს.

„ნეიტრალური სტატუსი სერიოზულად განიხილება  ერთობლივად, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად. ეს ზუსტად ის არის, რაზეც პრეზიდენტი პუტინი თებერვალს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ლაპარაკობდა: ნებისმიერი შესაძლო ვარიანტები, ნებისმიერი ზოგადად მისაღები უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის და ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, ნატოს გაფართოების გარდა“, - განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

აგრესორი ლავროვის თქმით, კონკრეტული ფორმულირებები  განიხილება მოლაპარაკებებზე, რომლებიც ახლოა შეთანხმებასთან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე