ვიწვევ უკრაინის მეგობრებს. აქ შეიძლება საშიში იყოს, რადგან ცა არ არის დაკეტილი, მაგრამ ყველას, ვინც ჩვენთანაა, აქვს შანსი გახდეს გმირი - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 12:42 | 16.03.2022
ნანახია: 330

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მეგობრები კიევში მიიწვია.

"ვიწვევ უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოვიდნენ კიევში. აქ შეიძლება საშიში იყოს, რადგან ჩვენი ცა ჯერ არ არის დაკეტილი რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის. ჩვენი საჰაერო არსენალის გაძლიერების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თვითმფრინავები ჩვენთვის არ გადმოუციათ, მაგრამ თქვენ ზუსტად იცით, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა სწორედ ჩვენი დედაქალაქისა და უკრაინელებისკენ არის მოპყრობილი. ყველას, ვინც ჩვენთანაა, აქვს შანსი გახდეს ნამდვილი გმირი", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სამშაბათს კიევში იმყოფებოდნენ პოლონეთის, სლოვენიისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე