რუსეთის აგრესიის დაწყებიდან უკრაინაში 103 ბავშვია დაღუპული

საქართველო, თბილისი - 11:57 | 16.03.2022
ნანახია: 418

რუსეთის აგრესიის დაწყებიდან უკრაინაში 103 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი დღეში სულ მცირე ხუთ უკრაინელ ბავშვს კლავს.

 „დღეს დილით ოფიციალური მონაცემი გადასცდა კრიტიკულ საშინელ 100-ნიშნულიან მაჩვენებელს, ეს მონაცემები საბოლოო არ არის - ცხელ წერტილებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორებზე პროკურორებსა და სამართლადამცველებს არ აქვთ შესაძლებლობა დაბომბვის ადგილები დაათვალიერონ“, - წერს ვენედიქტოვა Facebook-ზე.

მისივე ინფორმაციით, აგრესორმა დაბომბა 400-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 59 მიწასთან არის გასწორებული.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე