კიევში, დაბომბვის შედეგად 12-სართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

საქართველო, თბილისი - 11:40 | 16.03.2022
ნანახია: 381

კიევში, შევჩენკოს რაიონში, ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.

უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ჭურვის ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად ჩამოინგრა მე-12 და ტექნიკური სართულები, ასევე ნაწილობრივ დაზიანდა გვერდრით  მდებარე 9-სართულიანი სახლიც.

მაშველებმა შენობიდან მოსახლეობა გამოიყვანეს. ამ დროისათვის დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე