თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთსა და უკრაინაში ჩადის

საქართველო, თბილისი - 23:55 | 15.03.2022
ნანახია: 427

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ რუსეთსა და უკრაინას ეწვევა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. იუწყება სააგენტო Anadolu.

„დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთში ვაგზავნი. ხვალ ის გამართავს მოლაპარაკებებს მოსკოვში, ხუთშაბათს კი გაემგზავრება უკრაინაში“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე