რუსეთმა ჯო ბაიდენსა და ენტონი ბლინკენს სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 19:03 | 15.03.2022
ნანახია: 664

რუსეთმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და ამერიკის მთავრობის სხვა წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა აშშ-ის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებსა და მათთან ასოცირებულ პირებს.

სანქცირებულთა სიაში შედიან:

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი

პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი.

CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი

გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი მარკ მილი

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი სამანტა პაუერი

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ჰანტერ ბაიდენი

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე