რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს

საქართველო, თბილისი - 20:13 | 14.03.2022
ნანახია: 402

რუსმა იკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს. ინფორმციას უკრაინული კომპანია "ენერგოატომი" ავრცელებს.

„ენერგოატომის“ პრესსამსახურის ცნობით, რუსმა სამხედროებმა საბრძოლო მასალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის №1 ენერგობლოკთან და სასწავლო ცენტრთან ააფეთქეს.

“რაშისტმა იდიოტებმა საბრძოლო მასალები პირდაპირ ზაპოროჟიეს ატომური ელქტროსადგურის მოედანზე, სასწავლო-საწვრთნელ ცენტრთან და №1  ენერგობლოკთან ააფეთქეს. მომავლშიც აპირებენ აფეთქებებს ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე. კიდევ რა ტერაქტები სჭირდება პარტნიორებს, კერძოდ კი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს იმისთვის, რომ იმოქმედოს?“- ნათქვამია ინფორმაციაში.  

როგორც უკრაინული მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია, შეიცვალა თუ არა რადიაციული ფონი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების შედეგად.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე