რუსი ოკუპანტების დახოცვა ცოდვა არ არის - მიტროპოლიტი ეპიფანე

საქართველო, თბილისი - 18:20 | 14.03.2022
ნანახია: 400

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ მტრის სიკვდილის სურვილი და რუსი ოკუპანტების დახოცვა ციდვა არ არის.

როგორც „უნიანი“ იუწყება, მიტროპოლიტმა ამის შესახებ მედიას განუცხადა.

„ჩვენ როგორც ხალხს, არ გვსურს მეზობლების სიკვდილი. მაგრამ რადგან ისინი მოვიდნენ ჩვენ სახლში, დავიცავთ ჩვენს ოჯახებს, სამშობლოს, მიწას. ჩვენი მეომრები იცავენ ყველა უკრაინელს. მტრის მოკვლა ცოდვა არ არის. ჩვენ თავს ვიცავთ, სხვას არაფერს ვართმევთ და ის, ვინც ჩვენთან მახვილით მოვიდა, მახვილითვე განიგმირება“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე