რუსეთში უკვე ჩავიდა 400 სირიელი მებრძოლი, რომლებსაც უკრაინაში საომრად ამზადებენ - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 17:49 | 14.03.2022
ნანახია: 539

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი აცხადებს, რომ ოკუპანტებმა რუსეთში უკვე ჩაიყვანეს 400 სირიელი მებრძოლი. იუწყება უკრაინული მედია.

გენშტაბის ინფორმაციით, მიმდინარეობს მებრძოლების რაზმების ფორმირება, რომლებიც მზად არიან ჯილდოს სანაცვლოდ შეასრულონ რუსი მეთაურებუს დანაშაულებრივი ბრძანებები.

უწყების ინფორმაციით, სირიის ტერიტორიაზე გახსნილია მებრძოლების გადაბირების ცენტრები, სადაც ბოლო დღეებში ათასზე მეტი ადამიანი უკვე გადაიბირეს, 400-მდ მებრძოლი კი უკევ რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. უკრაინის საზღვრის მახლობლად როსტოვისა და გომელის ოლქებში გაშლილია ბანაკები მებრძოლების მოსამზადებლად.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს მოწინააღმდეგის შეკავებას, მნიშვნელოვან დანაკარგს აყენებს ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკას. დემორალიზებულია მტრის პირადი შემადგენლობა, როგორც საბრძოლო მოქმედებების, ისე რეზერვების ფორმირების რაიონში“, - აცხადებენ გენშტაბში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე