აქტივისტებმა ლონდონში რუსი ოლიგარქის სასახლე დაიკავეს

საქართველო, თბილისი - 16:53 | 14.03.2022
ნანახია: 446

ლონდონის ელიტურ  რაიონში -  ბელგრეივში აქტივისტებმა დაიკავეს რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას 25 მლნ ფუნტის ღირებულების სახლი. იუწყება Daily Mail.

აქტივისტები სახლში გვიან ღამით შეიჭრნენ, გამოფინეს უკრაინის დროშები და ტრანსპარანტები წარწერებით: „ეს უძრავი ქონება გათავისუფლებულია და „პუტინო, იდი ნა ხუი“.

ოლეგ დერიპასკა ერთ-ერთია იმ შვიდ ოლიგარქს შორის, რომელთა წინააღმდეგაც დიდმა ბრიტანეთმა სისხლში მოთხვრილი ხელებისთვის სანქციები დააწესა.

აღნიშნული ვილა ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სახლად არის მიჩნეული და წარმოადგენს ინგლისის დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ექსკლუზიურ მისამართს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე